მთავარი → სპორტი

ძიუდოისტი ვაჟა მარგველაშვილი ევროპის ჩემპიონი გახდა

12:31 | 2016.04.22

A+   A-




რუსეთის ქალაქ ყაზანში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი 66 კგ. წონით კატეგორიაში - ვაჟა მარგველაშვილი ევროპის ჩემპიონი გახდა.

 

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ცნობით, ვაჟა მარგველაშვილმა ფინალურ შეხვედრაში დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელი კოლინ ოუტსი იპონოთ დაამარცხა და 66 კილოგრამში კონტინეტის საუკეთესო ძიუდოისტის ტიტული მოიპოვა.

 

ფინალურ დაპირისპირებამდე მარგველაშვილმა 1/2 ფინალში ბელარუს დიმიტრი შერჟანს სძლია, 1/4 ფინალში მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი რუსეთიდან არსენ გალსტიანი დაამარცხა, წინასწარ შეხვედრებში კი თურქი სინან სანდალი და პორტუგალიელი ანდრე სუარეში ჩამოიცილა გზიდან.

 

სამინისტროს ინფორმაციითვე, 22 წლის ვაჟა მარგველაშვილმა 25-27 მარტს თბილისში გამართული გრან პრი მოიგო, ევროპის ჩემპიონი კი კარიერაში პირველად გახდა.

 

"ნეტგაზეთი"

 



ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ




ამინდი


თბილისი

200


ბათუმი

190


ქუთაისი

170


თელავი

200


გამოკითხვა

მოგწონთ საიტი?

ძალიან კარგია
არ მომწონს
ცუდია
კარგია
  • 1
  • ...
  • 1
  • 2
  • 3
  • ...
  • 12