მთავარი → სპორტი

მსოფლიოში საფეხბურთო წესები იცვლება

14:57 | 2016.04.15

A+   A-




საფეხბურთო წესებში რამდენიმე ცვლილება შეიტანეს. ამის შესახებ ინფორმაციას საფეხბურთო ასოციაციების საერთაშორისო საბჭოს (IFAB) ვებგვერდი ავრცელებს.

 

მიღებულია გადაწყვეტილება, გაუქმდეს ორმაგი სასჯელი. საჯარიმოში, თამაშის წესების დარღვევის შემთხვევაში, (თუ ეს დარღვევა ხელს შეუშლის თავდამსხმელის მიერ გოლის გატანას), მსაჯი აღარ გამოიყენებს წითელ ბარათს და არ გააძევებს ფეხბურთელს მოედნიდა, მხოლოდ თერთმეტმეტრიანი დარტყმით და ყვითელი ბარათით შემოიფარგლება.

 

მსაჯს ასევე უფლება ექნება, მოთამაშე თამაშის დაწყებამდეც გააძევოს, მაგალითად გასასვლელში ჩხუბის გამო. თუ ეს ფეხბურთელი ძირითად შემადგენლობაშია, მაშინ ის სხვა მოთამაშით შეიცვლება და გუნდი სრული შემადგენლობით ითამაშებს.

 

არბიტრის ან გუნდების წარმომადგენლების, მათ შორის სათადარიგოთა მიმართ შეუარაცხყოფის შემთხვევაში დაინიშნება საჯარიმო დარტყმები.

 

არასათამაშო ვითარებაში მოწინააღმდეგის მიმართ უხეში მოპყრობა, კონკრეტულად კი თავში დარტყმა, იმის მიზეზი გახდება, რომ მსაჯმა მოთამაშე მოედნიდან გააძევოს.

 

მოთამაშეს, რომელიც ტრავმას მიიღებს მეტოქის უხეში თამაშის გამო, რომელიც თავის მხრივ დაისჯება ყვითელი ან წითელი ბარათით, ექნება უფლება, არ დატოვოს მინდორი და მას ადგილზევე აღმოუჩენენ სამედიცინო დახმარებას, რათა მისი გუნდი უმცირესობაში არ დარჩეს რამდენიმე წუთით.

 

ცვლილებები 2016-2017 წლების სეზონიდან შევა ძალაში.

 

 



ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ




ამინდი


თბილისი

190


ბათუმი

210


ქუთაისი

210


თელავი

190


გამოკითხვა

მოგწონთ საიტი?

ძალიან კარგია
არ მომწონს
ცუდია
კარგია
  • 1
  • ...
  • 1
  • 2
  • 3
  • ...
  • 12