მთავარი → საზოგადოება

რა მოხდა ჯვრის მონასტერში?

18:43 | 2016.03.24

A+   A-




„ფეისბუქით“ გავრცელებულმა ფოტომ, რომელიც ავტორის მტკიცებით, მცხეთაში, ჯვრის მონასტერშია გადაღებული და რომელზეც ვანდალიზმის ფაქტია დაფიქსირებული, სოციალურ ქსელში აღშფოთება გამოიწვია. როგორც ფოტოს ავტორი ნინო ანდრისოვა სოციალურ ქსელში წერს, 23 მარტს მონასტერში სტუმრებთან ერთად იმყოფებოდა, სადაც ჯვრის მონასტრის კედელზე არაბულ, თურქულ და ლათინურ ენებზე წარწერები აღმოაჩინა.

 

„პოლიტკომერსანტი" საპატრიარქოს დაუკავშირდა. როგორც აღმოჩნდა, პატრიარქის მდივანმა მამა მიქაელ ბოტკოელმა აღნიშნული ინფორმაციის შესახებ ჩვენგან შეიტყო. „ვერაფერს გეტყვით, პირველად თქვენგან მესმის. დღეს საპატრიარქოში არ ვყოფილვარ... არც ხვალ ვიქნები", - გვითხრა პატრიარქის მდივანმა.

 

რაც შეეხება საპატრიარქოს პრესცენტრს, მისი წარმომადგენლის თქმით, აღნიშნული ინფორმაციის შესახებ სმენია, თუმცა, ამის შესახებ საპატრიარქო საქმის კურსში არ ჩაუყენებია. „ჯვრის მონასტრის წინამძღვარს დავუკავშირდებით და გავარკვევთ რა მოხდა", - გვითხრეს პრესცენტრში.

 

მოგვიანებით კი, პრესცენტრის თანამშრომელი დაგვიკავშირდა და აღნიშნა, რომ ჯვრის მონასტრის წინამძღვრის, მამა კონსტანტინეს ცნობით, საგანგაშო არაფერი მომხდარა. „მამა კონსტანტინემ გვითხრა, რომ არაფერი არ არისო. ტაძარს შემოვუარე და არაფერი არ არისო".

 

„პოლოტკომერსანტმა" ჯვრის მონასტრის წინამძღვართან დაკავშირებაც სცადა, თუმცა, უშედეგოდ.

 

სალომე გოგოხია

 



ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ




ამინდი


თბილისი

00


ბათუმი

00


ქუთაისი

00


თელავი

00


გამოკითხვა

მოგწონთ საიტი?

ძალიან კარგია
არ მომწონს
ცუდია
კარგია
  • 1
  • ...
  • 1
  • 2
  • 3
  • ...
  • 108