მთავარი → ბლოგი

სააკაშვილის მიერ უკანონოდ დასჯილი ჟურნალისტი დღემდე სამართალს ეძებს!

15:23 | 2017.11.27

A+   A-




გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკაში“ მიმდინარე წლის 14 ნოემბერს გამოქვეყნდა ინტერვიუ საზოგადოებისთვის ცნობილ პიროვნებასთან, ჟურნალისტთან და „კომერსანტის“ კონსულტანტთან დავით წერეთელთან. გთავაზობთ ამ ინტერვიუს სრულ ვერსიას.

 

დავით წერეთელი 73 წლისაა, დაიბადა ქუთაისში ქართული ტრადიციებით ცნო-ბილ ოჯახში, იგი თვითონაც ჩინებული ოჯახის თავკაცია. მინიჭებული აქვს საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტის წოდება, არის ნიკო ნიკოლაძისა და სერგეი მესხის პრემიე-ბის ლაურეატი, ფილოლოგიის აკადემიური დოქტორი, პროფესორი. არჩეულია საქართვე-ლოს ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირის პრეზიდიუმის წევრად. ქართული ჟურნა-ლისტიკის წინაშე დამსახურებისათვის 1999 წელს დაჯილდოვდა ღირსების ორდენით.


გასული საუკუნის 90-იანი წლებში ის ჩვენი გაზეთის საკუთარი კორესპონდენტიც იყო ქუთაისში...


მისმა კოლეგა ჟურნალისტებმა კარგად ვიცით, თუ როგორ და რატომ გახდა დავით წერეთელი სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმის მსხვერპლი 2010 წლის იანვარ-მარტში და რის გამო ითვლება დღესაც განსასჯელად! ბატონი დავითი კარგა ხანს კატეგორიული წინააღმდეგი გახლდათ დღის სინათლეზე, მკითხველის სამსჯავროზე გამოგვეტანა რვა წლის წი-ნათ შურისმაძიებელი სააკაშვილის მიერ პირადად გაცემული დავალების შესაბამისად, თუ როგორ გაუსწორდნენ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების, სახელმწიფოსა და ხალხის სასარგებლო საქმისთვის თავდადების გამო, მაგრამ... ბოლოს მაინც გადავწყვიტეთ მასთან ექსკლუზიური ინტერვიუს ჩაწერა.

 

- ბატონო დავით, თქვენ ერთობ საინტერესო და მრავალმხრივი ცხოვრების გზა გა-მოიარეთ, საზოგადოებრიობა გიცნობთ, როგორც წესიერ, ერთგულ, მუდამ სიმართლისთვის მებრძოლ პიროვნებას. საინტერესოა, მაინც რა მოხდა, რატომ გახდით სააკაშვილის რე-ჟიმის სამიზნე და მსხვერპლი?

 

- მადლობას მოგახსენებთ კოლეგიალური თანადგომისთვის, ნამდვილად არ ვთვლიდი საჭიროდ, ჩემი "საქმე" საქვეყნოდ გამომეტანა განსჯისთვის, რადგან ჩვენი ხალხისთვის ავადსახსენებელ 2004-2012 წლებში ჩემსავით უამრავი უდანაშაულო ადამიანი გახდა "გიჟვრაცუა", დღეს მაწანწალა სააკაშვილის და მისი ავანტიურისტებისა და ავაზაკე-ბის ხროვის მსხვერპლი.

 

ჩემი ცნობიერების კრედო ყოველთვის იყო, წესრიგიანი ცხოვრებით მეარსება და მე-მოღვაწა, არასდროს ვყოფილვარ ხელმრუდი, მლიქვნელი, "ვაზელინა" კაცი, ყოველთვის პა-ტივს ვცემდი და ვცემ ყოველი ადამიანის პირად ღირსებებს და კაცურ თვისებებს. ჩემი ღირ-სების და პირადი ღირებულებების უპატივცემულობა იშვიათად ვინმესთვის მეპატიებინოს და ვიდრე ცოცხალი ვარ, არც ვაპატიებ... რა თქმა უნდა, ყოველთვის ვიცავდი და ვიცავ ურ-თიერთობების კანონიერ ნორმებს. ზედმეტად კანონმორჩილი კაცი ვარ...

 

- ბატონო დავით, თქვენ რომ ასეთი ხართ, ლამის მთელმა საქართველომ იცის. ამი-ტომაც ორმაგად საინტერესოა, რაში "ჩაგჭრეს", როგორ მოგატყუეს...

 

- 1997 წლის ივნისიდან 2010 წლის იანვრამდე საპასუხისმგებლო თანამდებობაზე ვსაქმიანობდი დაზღვევის სფეროში. ვმუშაობდი დამოუკიდებელ საქართველოში პირვე-ლად შექმნილი დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოად-გილედ, 2001 წლის იანვრიდან სსიპ "საქართველოს ავტოტრანსპორტით დაზარალებულთა ფონდის" დირექტორად, 2003 წლის ოქტომბერში საქართველოს კანონში: "ავტომოტოტრან-სპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შე-სახებ" ჩემი პირადი ინიციატივით შეტანილი ცვლილებებიდან გამომდინარე, აღნიშნული ფონდი გადაკეთდა სსიპ "საქართველოს სავალდებულო დაზღვევის ბიუროდ", საქართვე-ლოს პრეზიდენტის ბრძანებულებით დამტკიცდა ბიუროს ახალი დებულება. მე ბიუროს თავმჯდომარედ დავინიშნე. მკრეხელობაში ნუ ჩამომართმევთ და იმ პერიოდში დაზღვევის სფეროში აქტიურად და ნაყოფიერად მოღვაწე პიროვნებებთან ერთად, მნიშვნელოვანი წვლილი მაქვს შეტანილი ქვეყანაში თანამედროვე სადაზღვევო სისტემის შექმნის და განვი-თარების საქმეში. სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმის სამიზნე და მსხვერპლი გავხდი ჩემი მო-ქალაქეობრივი აქტიურობის, ბრძოლისუნარიანობის, საქმისადმი სახელმწიფოებრივი მიდ-გომების, ეროვნული ღირებულებების, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების საყოველ-თაო პრინციპების დაცვის გამო...


- იქნებ კონკრეტულად მოგვითხროთ თქვენი ურთიერთობის და წინააღმდეგობის შესახებ სააკაშვილის რეჟიმთან და პირადად სააკაშვილთან დაკავშირებით.

 

- დავიწყებ იმით, რომ პირადად სააკაშვილთან "საქმიანი" ურთიერთობა 2000 წლის სექტემბერში მომიწია, როდესაც იმჟამინდელმა პარლამენტის უმრავლესობამ - "მოქალაქეთა კავშირმა" და მისმა ლიდერმა სააკაშვილმა მოინდომეს ხელში ჩაეგდოთ მაშინ სადაზღვევო ბიზნესში ყველაზე პროდუქტიული სახეობა - ავტომანქანების სავალდებულო დაზღვევა! ამ მიმართულებით დომინირებული კომპანიებიდან პირადად სააკაშვილი დაჟინებით, არაკა-ნონიერად ითხოვდა მსუყე წილის დათმობას. ძალადობამ შედეგი ვერ გამოიღო, რიგი სა-დაზღვევო კომპანიების და "ახალი მემარჯვენეების" მძაფრი წინააღმდეგობების გამო. იმდ-როინდელი მძაფრი ურთიერთდაპირისპირების პერიპეტიები ბევრის მეხსიერებას შემორ-ჩა... საწადელს რომ ვერ მიაღწია, გავეშებულმა და თავქარიანმა სააკაშვილმა, კანონზე იყარა ჯავრი, მაშინდელი უმრავლესობის წყალობით კანონში შეიტანა ყოვლად გაუმართლებელი, გაუთვლელი და მომაკვდინებელი შესწორებები, რომლის შედეგადაც სადაზღვევო ტარი-ფებს და დაზარალებულ მოქალაქეებზე ასანაზღაურებელ თანხებს შორის დაირღვა თანა-ფარდობა, რის გამოც ბევრმა სადაზღვევო კომპანიამ ხელი აიღო ასეთი დაზღვევის სახეობა-ზე. განსაკუთრებით საგანგაშო ვითარება შეიქმნა დაზარალებულ მოქალაქეთა ანაზღაურე-ბის ფონდში! მდგომარეობის გამოსწორების მიზნით 2001 წლის იანვარში გადამიყვანეს აღ-ნიშნული ფონდის დირექტორად. ასეთ ვითარებაში მომიხდა "მოქალაქეთა კავშირთან" და მის ჭკუანაღრძობ ლიდერთან დაპირისპირება. ეს დაპირისპირება არცთუ "სასიამოვნო" მო-საგონარია ჩემთვის. როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ბევრი წვალება და სიძნელეე-ბის გადალახვა შევძელი, ვიდრე 2003 წლის ოქტომბერში არ მივაღებინე, ფაქტობრივად, ახალი საკანონმდებლო და ნორმატიული აქტები, მაგრამ ბედი თურმე უფრო მძიმე განსაც-დელს მიმზადებდა, 2004 წლის იანვარში სიყალბით და ძალადობით საქართველოს პრეზი-დენტად "ნაციონალური მოძრაობის" უკვდავი ბელადის, "გიჟვრაცუა" სააკაშვილის მოსვ-ლის შემდეგ, სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა გამოეცხადა ავტომანქანების ტექნიკური დათვალიერების და ავტოტრანსპორტის მფლობელთა სავალდებულო დაზღვევის არსებულ კანონმდებლობებს. ჩაიგდო რა ხელში ქვეყნის სადავეები, დაიწყო მიზანმიმართული შემო-ტევები. 2004 წლის ოქტომბრის ბოლოს, სააკაშვილის პირადი ბრძანებით საქართველოს პარლამენტმა დაუშვა უპრეცედენტო კანონდარღვევა და უკანა რიცხვით - 13 სექტემბრით შეიტანა ცვლილებები ზემოთ აღნიშნულ კანონებში, ფაქტობრივად, შეაჩერა და ჩაკლა ბიზნესსაქმიანობა ორივე სფეროში.

 

- რატომ მოხდა უკანა რიცხვით - 13 სექტემბრით კანონში ცვლილებების შეტანა?

 

- იმიტომ, რომ 2004 წლის 13 სექტემბერს ნაცების ფიურერმა ერთ-ერთ შეკრებაზე ყველასთან შეუთანხმებლად სახალხოდ გამოაცხადა, რომ "დღეიდან მე ვაუქმებ ავტომანქა-ნების ტექნიკურ დათვალიერებას და სავალდებულო დაზღვევასო"! ამის შემდეგ ერთ თვეზე მეტი მოუნდა პარლამენტი კანონებში ცვლილებების შეტანას და "პატრონის" პანღურს რომ ასცდენოდნენ, უკანა რიცხვით, კანონდარღვევით შეიყვანეს ძალაში კანონი. აი, ასეთი დე-მოკრატიული პრინციპების მატარებელი პარლამენტი ჰყავდა ქვეყანას, ჰოდა, ასეთი პარლა-მენტარების ხელში ვის უნდა გაუკვირდეს, რომ 2004 წლის თებერვალში და 2010 წლის იან-ვარში სააკაშვილს შეუქმნეს კონსტიტუცია, რაც მას მთელი სიცოცხლის განმავლობაში გა-ნუსაზღვრელი დროით აძლევდა ქვეყნის სათავეში ყოფნის უფლებას. სააკაშვილის მმართ-ველობის 9 წლის განმავლობაში ვინ მოთვლის პირადული დაინტერესების თვალსაზრისით რამდენი ასეთი საკანონმდებლო აქტი იქნა მიღებული. პარლამენტარები, რომლებიც ამ უკა-ნონო, ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას აძლევდნენ ხმას, შეიძლება პარლამენტარებად და პოლიტიკოსებად მოვიხსენიოთ? ვინ მოსთხოვა მათ პასუხი? სწორედ ასეთმა წინდაუხედავ-მა, მლიქვნელურმა და გაუაზრებელმა ქმედებებმა მიიყვანა ქვეყანა და ხალხი უფსკრულის პირას.


- მართალი ბრძანდებით... შემდეგ როგორ განვითარდა მოვლენები?

 

- ახალი ცვლილებებით სავალდებულო დაზღვევის სფეროს დაექვემდებარა მხოლოდ 70 ათასამდე აღრიცხვაზე მყოფი 3 ტონაზე მეტი ტვირთამწეობის და სპეციალური ავტოტრანსპორტი. კანონის შეჩერება შეეხო 200 ათასამდე მსუბუქ ავტომანქანას. ამ ცვლი-ლებებით ჩვენი ორგანიზაციის არსებობამ აზრი დაკარგა მაშინ, როდესაც, ფაქტობრივად, გადაწყვეტილი იყო საქართველოს ევროპის ერთ-ერთ უძველეს, პრესტიჟულ და მძლავრ ავ-ტოდაზღვევის საერთაშორისო ორგანიზაციაში - "მწვანე ბარათის" საერთაშორისო სისტემა-ში გაწევრება! ფინანსურად უმძიმეს მდგომარეობაში ჩავვარდით, რადგან ბიუროს ძირითა-დი შემოსავლები კანონით განისაზღვრებოდა კერძო სადაზღვევო კომპანიებიდან შემონატა-ნებით. შექმნილი მდგომარეობის გამო, სადაზღვევო კომპანიებმა დაკარგეს ამ სახეობაში საქმიანობის ინტერესი. აღნიშნულის გამო ბიუროში დღითი დღე იზრდებოდა დაზარალე-ბულ მოქალაქეებზე ასანაზღაურებელი თანხების რაოდენობა, რაც 2000 წლის შემდეგ მოგვ-დევდა. შექმნილ უმძიმეს ვითარებას დაემატა ისიც, რომ 2007 წლის ივლისში გააუქმეს სა-ქართველოს დაზღვევის ზედამხედველობის სამსახური - დაზღვევის სფეროს პროფესიული მარეგულირებელი ორგანო და მისი ფუნქციები გადასცეს ჯერ ფინანსური ზედამხედველო-ბის სამსახურს და შემდეგ ეროვნულ ბანკს!

 

საერთოდ, სააკაშვილის "რეფორმატორმა" ხელისუფლებამ 2004-2012 წლებში სა-დაზღვევო ბიზნესი გამიზნულად დააბეჩავა, უსუსური და მართვადი გახადა. ასეთ ვითარე-ბაში საქართველოს სავალდებულო დაზღვევის ბიუროს დამხმარე და განმკითხავი არავინ იყო, საკითხის არაერთგზის დაყენების მიუხედავად, არც გაგვაუქმეს!!!

 

ამ სიტუაციის მიუხედავად, მე შეუპოვრად ვიბრძოდი ევროკომისიის მოთხოვნების შესატყვისი თანამედროვე, ცივილიზებული საკანონმდებლო ბაზის შესაქმნელად. აქტიური მხარდამჭერი ძალიან ცოტა მყავდა. მართალია, მაშინდელ ხელისუფლებაში იყვნენ ადამია-ნები, რომლებსაც ესმოდათ დაზღვევის ამ სახეობის არსებობის აუცილებლობა, მაგრამ საა-კაშვილის ეშინოდათ და ღიად მხარს ვერ მიჭერდნენ. იმ პერიოდში დაზღვევის სფეროში მოღვაწე ადამიანებს ყველას კარგად ახსოვს, ჩემს ორგანიზაციასთან ერთად როგორ მარტო დავრჩი სააკაშვილისა და მისი გავეშებული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში.

 

- თქვენ აქ ახსენეთ საერთაშორისო ორგანიზაციები და საერთაშორისო ავტოდაზღ-ვევა "მწვანე ბარათის" სისტემაში გაწევრების საკითხი. ნუთუ ამითაც არ დაინტერესდა საა-კაშვილის "რეფორმატორი" ხელისუფლება?

 

- არადემოკრატიული ავტოკრატიული ქვეყნებისთვის დამახასიათებელი ფაქტია - როგორიცაა ქვეყნის მეთაური, პირველი პირი, ისეთივეა ყველა სახელისუფლო შტო! სააკაშ-ვილი იყო თავკერძა, ხარბი, მომხვეჭელი, ორი ბატონის მსახური მოძალადე "რეფორმატო-რი". ურთულესი ყოფილა ასეთი არსების ხელმძღვანელობის პირობებში ნორმალური საქ-მიანობის წარმართვა და საქმის გაძღოლა. პრაქტიკულად, ეს ჩემს თავზე გამოვცადე. იმ ავბე-დით წლებში ჩვენი აქტიურობის და მცდელობის შედეგად იმდენად დიდი იყო დაინტერე-სება და დახმარების სურვილი, რომ 2005 წლის ოქტომბერში საქართველოში ჩამოვიდა ავ-ტოდაზღვევის საერთაშორისო ორგანიზაციის "მწვანე ბარათის" ბიუროს გენერალური მდი-ვანი, რომელსაც თან ახლდა წარმომადგენლობითი დელეგაცია. ამ საერთაშორისო ორგანი-ზაციაში საქართველოს დაჩქარებული გაწევრების მიზნით შეხვედრები გაიმართა საქართ-ველოს პარლამენტში, მთავრობაში, ფინანსთა სამინისტროში, დაზღვევის ზედამხედველო-ბის სამსახურში...

 

ვიზიტის შემდეგ "მწვანე ბარათის" გენერალურმა სამდივნომ და ასამბლეამ გამოაგ-ზავნეს რეკომენდაციები. დაპირებების მიუხედავად, იმჟამინდელმა მაღალი რანგის მოხელეებმა და, პირველ რიგში, სააკაშვილმა, არაფრად ჩააგდეს ეს რეკომენდაციები. მთავ-რობამ და პირადად სააკაშვილმა უგულვებელყვეს საქართველოში მათ მიერ მოწვეული სპე-ციალური მრჩევლის, ცნობილი საერთაშორისო ექსპერტის, ესტონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის მარტ ლაარის მცდელობა დაზღვევის ამ სახეობის განვითარებისთვის აუცილე-ბელი გადაუდებელი ღონისძიებების გატარებისათვის, ქვეყნისა და ხალხის კეთილდღეო-ბის სამსახურში ამ ბიზნესის ჩაყენებისათვის.

 

დადგა დრო ამ მხრივაც შეფასდეს ბიზნესის დამტერორებელი სააკაშვილის ხელი-სუფლების ქმედებები, გაირკვეს, როგორი ზიანი მიადგა მაშინ სახელმწიფოს, ხალხს...

 

როგორც უკვე ვთქვი, მე და ჩემი ორგანიზაცია საკანონმდებლო ბაზის შენარჩუნე-ბისთვის ბრძოლაში მარტო აღმოვჩნდით. თუ გადავხედავთ ჩემს ხელთ არსებულ დოკუმენ-ტურ მასალებს, გავაანალიზებთ ამ წლებში ჩემს ურთიერთობებს ქვეყნის მაღალი ეშელონე-ბის სახელისუფლო ორგანოებთან, მათ ხელმძღვანელებთან, პირადად სააკაშვილთან და სხვებთან, ნათლად დავრწმუნდებით, რომ ეს იყო უშეღავათო ბრძოლა, ბრძოლა, რომელსაც შედეგი არ მოჰქონდა, ამიტომაც თავი გადავდე და ღიად დავუპირისპირდი სააკაშვილს და მის სისხლიან რეჟიმს. საბოლოოდ მივიღე ის, რომ ნაცების "დიდმა ფიურერმა" დავალება მისცა მაშინდელ "რეფორმების მამად" წოდებულ, უსახურ ზურაბ ადეიშვილს და მის ინკუ-ბატორში გამოზრდილებს, რომ ჩემთვის "ჭკუა ესწავლებინათ"... შედეგმაც არ დააყოვნა, მა-შინდელი ეროვნული ბანკის, ფინანსთა სამინისტროს, საფინანსო საგამომძიებლო პოლიცი-ის და პროკურატურის ხელმძღვანელების უშუალო მონაწილეობით დაიგეგმა და 2009 წლის 16 დეკემბერს ჩემდამი დაქვემდებარებულ ორგანიზაციაში "ეგზეკუცია" მოაწყვეს...

 

- ბატონო დავით, 2009 წლის 9 მაისს ჩვენს გაზეთში გამოქვეყნდა საქართველოს მო-სახლეობისადმი მიმართვა სათაურით "ჩვენ ვადანაშაულებთ პრეზიდენტ სააკაშვილს!", რო-მელსაც ხელს ქართველი საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები აწერდნენ, მათ შორის იყავით თქვენც, ხომ არ თვლით ამ ფაქტს თქვენდამი სააკაშვილის შურისძიების ერთ-ერთ ფაქტორად?

 

- ერთ-ერთ ფაქტორად კი არა, ძირითად ფაქტორად მივიჩნევ. ამ მიმართვას სრული-ად შეგნებულად მოვაწერე ხელი იმჟამად საქართველოში არსებული მდგომარეობისა და სა-აკაშვილის უსაზღვროდ თავაშვებული, არასახელმწიფოებრივი მოქმედებების გამო. მიმარ-თვის გამოქვეყნებისთანავე გავხდი პირადად სააკაშვილის სამიზნე. ჩემს ხელთ არსებული უტყუარი დოკუმენტური მასალები, საინფორმაციო წყაროები ადასტურებენ, რომ იმთა-ვითვე დამიწყეს თვალყურის დევნება, დაიწყო სამსახურის ზოგიერთი თანამშრომლის და-მუშავება-გადაბირება, ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების ირგვლივ შეაგროვეს საჭირო ინფორ-მაციები საცხოვრებელი ადგილიდან დაწყებული საახლობლო წრით დამთავრებული, მის-მენდნენ მობილურზე, სახლის და სამსახურის ტელეფონებზე, გარდა ძირითადი სამ-სახურისა მეთვალყურეობა მიმდინარეობდა ჟურნალისტთა შემოქმედებით კავშირში, რო-გორც მის გამგეობის წევრზე, უმაღლეს სასწავლებელში, სადაც ლექციებს ვკითხულობდი. გულწრფელად გეუბნებით, რომ არ ვმალავდი სააკაშვილისადმი ჩემს უკმყოფილებას და მა-შინაც მას "გიჟვრაცუად" მოვიხსენიებდი.

 

სააკაშვილის "ხელის ბიჭებს" საქმისადმი პოლიტიკური ელფერი რომ არ მიეცათ, ნაუცბათევად შეთითხნილი, ფალისიფიცირებული საგამოძიებო მასალების საფუძველზე აღმიკვეცეს თავისუფლება 2010 წლის 18 იანვარს. 19 იანვარს, ნათლისღების დღეს, წამიყე-ნეს წინასწარი აბსურდული "ბრალი", რომ ბიუროს თავმჯდომარედ მუშაობის 9 წლის მან-ძილზე, განსაკუთრებით კი 2004-2009 წლებში, სააკაშვილის დევნისა და შევიწროების პი-რობებში, გაძვალტყავებული ორგანიზაციიდან ყველასგან შეუმჩნევლად და მალულად "მი-ვითვისე" 53 ათასი ლარი. თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ იმ პერიოდში მე არც პირველი და არც ბოლო ვიყავი. უამრავი ჩემზე უარეს დღეში აღმოჩნდა. ზოგს ნარკოტიკს უდებდნენ, ზოგს ცეცხლსასროლ იარაღს, მე გაყალბებული, არაფრის მთქმელი სარევიზიო აქტი ჩამი-დეს საქმეში. დამაბრალეს ის, რასაც მთელი ჩემი ცხოვრება შეგნებულად ვებრძოდი. ამ ავა-ზაკებმა ჩემი საქმიანი და ზნეობრივი ღირებულებები შებილწეს და ფეხექვეშ გათელეს. არ მინდა ვინმემ ისე გამიგოს, რომ ბიუროში ჩემი საქმიანობის ჟამს რაიმე ხასიათის შეცდომები ან დარღვევები არ დამიშვია, მაგრამ სააკაშვილის და მისი კრიმინალი ქვეშევრდომების მო-ნა-ბიჭების მსგავსი ტვინგამოცლილი და აღვირახსნილი უნდა ვყოფილიყავი, რომ სააკაშვი-ლის მიერ ყოველგვარი დანაშაულის მიმართ ნულოვანი ტოლერანტობის გამოცხადების პი-რობებში, რაიმე ფინანსურ მაქინაციებზე ფიქრიც კი გამებედა. ჩემი დაკავებით ბოღმიანმა, ჩასაფრებულმა სააკაშვილმა "ხოში" გაისწორა, საწადელი აისრულა. 74-დღიანი "ჭკუის სას-წავლებელი" პატიმრობის შემდეგ, 2010 წლის 1 აპრილს გამათავისუფლეს ყოველგვარი სა-მართლებრივი სასჯელის გარეშე და დღემდე განსასჯელი ვარ...

 

- ბატონო დავით, საოცარია - სააკაშვილის რეჟიმის დროს ისე გაგათავისუფლეს, რომ თუნდაც პირობითი სასჯელიც არ შეგიფარდეს?

 

- არა, არავითარი პირობითი სასჯელი, როგორც გითხარით, დღემდე განსასჯელად ვარ დატოვებული. რვა წელიწადია, სააკაშვილის რეჟიმის დროს არსებულ მახინჯ სამართ-ლებრივ სივრცეში ვარ ჩარჩენილი, მხოლოდ ისაა, რომ მაშინდელმა პროკურატურამ ჩემთან შეთანხმების გარეშე ოჯახის წევრებთან მოლაპარაკების საფუძველზე ე.წ. გირაოს და "ვი-თომ" ორგანიზაციისთვის ჩემს მიერ მიყენებული ზიანის (ზარალის‘ ასანაზღაურებელი თანხები ორ სხვადასხვა ანგარიშზე შეატანინეს... მე მოვიკვლიე ე.წ. მიყენებული ზარალის თანხის საკითხი. ჩემს ყოფილ ორგანიზაციას, რომელიც კანონის შესაბამისად გააუქმეს (ლიკვიდირებული იქნა 2010 წლის 25 მაისს‘, დანიშნულების შესაბამისად არ ჩარიცხვია არც ერთი თეთრი. ეს თანხა არ ჩანს მითითებულ ანგარიშზეც, მაქვს გონივრული ეჭვი, რომ ეს თანხა ადეიშვილმა და სააკაშვილმა მიითვისეს! ლაპარაკია 80.150 ლარზე.

 

ალბათ, უპრიანი იქნება, აქვე გითხრათ იმის თაობაზეც, რომ ვიდრე დამაკავებდნენ, 2009 წლის დეკემბრის ბოლოს და 2010 წლის იანვრის პირველ რიცხვებში, პროკურატურის და საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლები მირჩევდნენ, დამეტოვებინა ქვეყანა, გავქცე-ულიყავი, ასევე ჩემი პირველი და უკანასკნელი დაკითხვის დღეს, 18 იანვარს, როდესაც და-მაკავეს კიდეც, მევაჭრებოდნენ, რომ გადამეხადა 200 ათასი ლარი, დამესახელებინა ერთი-ორი მაღალჩინოსნის გვარი, რომლებიც ვითომ დახმარებას მიწევდნენ და... არ დამიჭერდ-ნენ! როგორც ხედავთ, მათი და ჩემი შეთანხმება არ შედგა ჩემი პრინციპული წინააღმდეგო-ბის გამო.

 

თქვენ დაინტერესდით სხვა სასჯელით, იმაზე დიდი სასჯელი ადამიანისათვის არა-ფერია, ვიდრე უდანაშაულოდ, კანონდარღვევით თავისუფლების აღკვეთაა. მე ვარ უდანა-შაულო მსხვერპლი უღმერთოთა და წარმართთა რეჟიმისა, ნაცებმა ჩემ მიმართ განახორციე-ლეს უტყვიო ტერორისტული აქტი!

 

- როგორც თქვენი საუბრიდან ჩანს, სიმართლის დადგენისა და სამართლიანობის აღ-დგენისათვის დიდი ბრძოლა ჯერ კიდევ წინ გაქვთ.

 

- სიმართლის დადგენისთვის ბრძოლას 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ ინტენსიუ-რად ვაწარმოებ, ღმერთმა დიდი დღე მისცეს არნახული ნებისყოფის, შორსმჭვრეტელ, სა-ქართველოზე და ქართველ ხალხზე ზრუნვით დამაშვრალ ღირსეულ მამულიშვილს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს,- რომ არა მისი თავგანწირული და ბრძნული მოქმედებები, ჩემს თავს ვინ დაეძებს, სააკაშვილის ხელში ქვეყანა და ხალხი დღეს როგორ უბადრუკ მდგომარეობაში იქნებოდა ჩავარდნილი, ამის გაფიქრებაც კი შიშს მგვრის... ძნელად თუ წარმოიდგენს ადა-მიანი. სჯობს, თქვენს კითხვას დავუბრუნდე, "გიჟვრაცუას" რეჟიმის დამარცხებისთანავე მივმართე თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოვითხოვე, მოეცათ ჩემი სისხლის სამარ-თლის საქმის მასალები, რომლებსაც არ ვიცნობდი. უფრო მეტიც, შეიძლება არ დამიჯეროთ და 2012 წლის ნოემბრამდე თვალითაც არ მინახავს პროკურატურის მიერ შედგენილი საბ-რალდებო დასკვნაც კი!

 

- კი მაგრამ, როდესაც 2010 წლის 1 აპრილს საპატიმროდან გათავისუფლდით, სისხლის სამართლის მასალებს 2012 წლამდე რატომ არ გაეცანით?

 

- ბუნებრივია, ძალიან მაინტერესებდა, რატომ და რისთვის აღმიკვეცეს უდანაშაუ-ლო პიროვნებას თავისუფლება. საქმეში, როგორი სახის მასალებს "მოუყარეს" თავი. რა თქმა უნდა, ყველაფერი მაინტერესებდა, მე მხოლოდ ვიცოდი, გამოძიება "მითვისებული თანხის" რა რაოდენობას მედავებოდა და სიტყვიერად ვიცოდი ასევე, რომ სამხარაულის სახელობის სახელმწიფო საექსპერტო ბიურომ თავის საექსპერტო დასკვნაში არ დაადასტურა გაყალბე-ბულ დოკუმენტაციებზე ჩემი ხელმოწერა!

 

სისხლის სამართლის მასალების გაცნობამდე ზოგჯერ მაწვალებდა იმის შეგრძნება, რომ ხომ არ იყო ისეთი რაიმე, რაც მე შეგნებულად დავარღვიე და არ მახსოვდა, მაგრამ მისი გაცნობის შემდეგ კიდევ უფრო გამიმძაფრდა სიძულვილი სააკაშვილისადმი და მისი სისხლიანი რეჟიმისადმი. საქმე შედგენილი იყო ყურით მოთრეული, სიზმარეული, არაფ-რისმთქმელი მაკულატურისგან. პროკურატურის უშუალო ზედამხედველობით საგამომძი-ებლო ორგანომ "შეკერა" საქმე მათ მიერ ძალადობით დაშინებული, დაშანტაჟებული და სა-თანამშრომლოდ გადაბირებული ძირითადად ერთი მოწმის ცილისმწამებლური ირიბი ჩვენების საფუძველზე, რის შემდეგ ადეიშვილის პროკურატურამ შეგნებულად შეადგინა აბსურდული, ყალბი საბრალდებო დასკვნა. აქვე დავძენ, რომ ამ დასკვნას თან ახლავს ასევე პროკურატურის ცრუ განმარტება, თითქოს ჩემი მოწმეების დასახელებაზე იმ პერიოდში უარი განვაცხადე! საუბედუროდ, დღემდე ვერ მივაღწიე ჩემი მხარის მოწმეების დაკითხვა-ზე გამოძახებას.

 

თქვენ შემეკითხეთ, რატომ 2012 წლის ნოემბრამდე არ გაეცანით საქმესო, როდესაც 2010 წლის 1 აპრილს გამათავისუფლეს, სასამართლოს დარბაზიდან გამოსვლისთანავე გამა-ჩერა საქმის პროკურორმა და მკაცრი ტონით, ადვოკატთან და ოჯახის წევრთან ერთად მითხრა, რომ არასოდეს დავინტერესებულიყავი და გამექექა ჩემი საქმე, წინააღმდეგ შემთხვევაში მეც და ჩემი ოჯახის წევრებიც უარეს დღეში ჩავცვივდებოდით!!! ამიტომ ვიყა-ვი ორი წელი და რვა თვე პირში წყალჩაგუბებული, ყველაზე მეტად ჩემ გამო აფორიაქებულ ოჯახს გავუფრთხილდი, თუმცა მანამდე არც სამართალდამცველ ორგანოებს გავხსენებივარ. ამიტომაც იყო, რომ 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ გავბედე, სასამართლოსთვის და პრო-კურატურისთვის მიმემართა.

 

ჩემი საქმე დღემდე დაუმთავრებელია და მე განსასჯელი ვარ! 2012 წლის ოქტომბერ-ში თბილისის საქალაქო სასამართლოსადმი ჩემი მიმართვის შემდეგ განახლდა საქმის განხილვა და პირველი სხდომა იმავე წლის 7 ნოემბერს ჩატარდა. დღემდე შედგა 17 სასამარ-თლო სხდომა, ფაქტობრივად, არსებითი განხილვა არ დაწყებულა. ხუთ წელიწადში საქმე-ზე შეიცვალა ათი პროკურორი, დაინიშნა მეორე მოსამართლე. 2017 წლის ივნისის შემდეგ სასამართლო სხდომა აღარ გამართულა... როგორც იქნა, ახლა შემატყობინეს, რომ მორიგი სხდომა ნოემბრის შუა რიცხვებში გაიმართება... თუ გულწრფელი ვიქნები, სასამართლოს მიმართ 2012 წლის შემდგომ პერიოდში პრეტენზია არა მქონია, რადგანაც მე და სასამართ-ლო პროკურატურის გამო თმენის და მოლოდინის რეჟიმში ვიმყოფებით. მიუხედავად ჩემი კეთილგანწყობისა, ვერ დავმალავ ჩემს ერთგვარ გულისწყვეტას პროკურატურის მიმართ, თუმცა, იმისიც მჯერა, რომ პროკურატურის დღევანდელი ხელმძღვანელობა სრულყოფი-ლად ინფორმირებული რომ იყოს ჩემს თავს დატეხილი "ჯოჯოხეთის" გამო, საქმის ვითარე-ბა აშკარად სხვაგვარი იქნებოდა.

 

როგორც მოგახსენეთ, მე პერიოდულად, მაგრამ არა მომაბეზრებლად ვახსენებ თავს მთავარ პროკურატურას განვლილი წლების და ჩემი წლოვანების გამო. ალბათ, ამის შედე-გია ის ფაქტი, რომ, როგორც იქნა, საქმე გადაეცა პროკურატურის "სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულობების გამოძიების დეპარტამენტს", რომელმაც ერთგვარი იმედი ჩამისახა, ველოდები მათგან შეხმიანებას და შეხვედრას. როგორც უკვე გითხარით, მე ვითხოვ სიმართლის დადგენას და საგამოძიებო პროცესში ჩემს მიმართ ჩადენილი იმ დანაშაულობების და არნახული პროცესუალური თუ პროფესიული ნორმების დარღვევების გამოაშკარავებას, რომლებიც დაუშვეს "ოქროს ტანდემის" სააკაშ-ვილ-ადეიშვილის დაკვეთით.

 

მთავარ პროკურატურაში თავმოყრილია საქართველოს პარლამენტში და პრემიერ-მინისტრთან გაგზავნილი მასალებიც. ყველა ჩემს მიმართვაში მთავარი მოთხოვნაა არა ჩემი შეცოდება და გამართლება, არამედ სიმართლის დადგენა. უმორჩილესად ვითხოვ სიცრუის დეტექტორზე შემოწმებასაც.
გასული წლის 4 აგვისტოს სასამართლოსა და პროკურატურას მივმართე ოფიცია-ლური განცხადებით და უარი ვთქვი 2016 წლის 24 ივნისის საქართველოს კანონის "ამნის-ტიის შესახებ" აღსრულებაზე ჩემ მიმართ და მოვითხოვე ახალი გარემოებების გამო გამოძი-ების ჩატარება და მხოლოდ სიმართლის დადგენა.


- რომელ ამნისტიაზე ამახვილებთ ყურადღებას?

 

- ლაპარაკია 2016 წლის 4 ივნისის ამნისტიაზე, რომელიც შეეხო სისხლის სამართ-ლის კოდექსის მთელი რიგი მუხლებით ბრალდებულ, მსჯავრდებულ და განსასჯელად მყოფ ქალებს 65 წელს და მამაკაცებს 70 წელს გადაცილებულთ! ჩემს საქმესაც და მეც, ეს ამ-ნისტია შეგვეხო, მაგრამ, როგორც გითხარით, უარი განვაცხადე აღსრულებაზე. ჩემ ხელთ არსებული ინფორმაციით, ამნისტია შეეხო ქვეყნის სულ 120 მოქალაქეს, მაგრამ ჩემსავით რამდენმა განაცხადა უარი, ამის დამადასტურებელი ინფორმაცია ჯერჯერობით არა მაქვს.

 

- გწამთ თუ არა, როგორც თქვენ ხშირად ხაზგასმით ამბობთ, სიმართლის და სამარ-თლიანობის აღდგენის?

 

- ღმერთმა დამიფაროს, რომ არ მწამდეს, ამის ყველა წინაპირობა არსებობს, რადგან საქართველო ხუთი წელიწადია, დაადგა სამართლიანობის გზას. ერთი წუთით არ მინდა გულში გავივლო, რომ სანანებლად გამიხდება "გარეკილ პირველის" - სააკაშვილის წინააღმ-დეგ ბრძოლა. მწამს დაინტერესდებიან და 73 წლის ხანდაზმული, ჯანმრთელობაშერყეული კაცი არ დავრჩები ბურუსით მოცულ, გაურკვეველ მდგომარეობაში.

 

სასაცილო და ბედის ირონიაა ჩემ ირგვლივ შექმნილი მდგომარეობა, იმის მაგივ-რად, რომ საქმის გამყალბებლებს, დამნაშავეებს სააკაშვილ-ადეიშვილს პასუხს სთხოვდნენ, პირიქით, მე მიხდება თავის მართლება.

 

რედაქციისგან: ჩვენ, „კომერსანტელები“ ბატონ დავით წერეთლის მიმართ გამოვხატავთ სოლიდარობას და ვუერთდებით გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ღხოვნას საქართველოს მთავარი პროკურატურისადმი ინტერვიუში აღნიშნულ საქმეში სიმართლის დადგენისა და სამართლიანობის აღდგენის თვალსაზრისით.

 

 



ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ




ამინდი


თბილისი

290


ბათუმი

270


ქუთაისი

300


თელავი

290


გამოკითხვა

მოგწონთ საიტი?

ძალიან კარგია
არ მომწონს
ცუდია
კარგია
  • 1
  • 2