მთავარი → პოლიტიკა

„აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალ სამიტზე ფოკუსირებას მოვახდენთ მოქალაქეებისთვის კონკრეტულ შედეგებზე“

15:34 | 2016.12.02

A+   A-




ჩვენ დავიწყეთ მზადების პროცესი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისთვის და ეს საკითხი პრემიერ-მინისტრთან განვიხილეთ, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელმა, ფედერიკა მოგერინიმ ბრიუსელში, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

 

მისი თქმით, სამიტამდე ერთ წელზე ნაკლებია დარჩენილი და ის ბრიუსელში მომავალი წლის ნოემბერშია დაგეგმილი.

 

„ჩვენ დავიწყეთ მზადება კონკრეტული შედეგებისთვის. ჩვენ აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრებთან ერთად შევდივართ ფაზაში, როდესაც თითოეული პარტნიორობისთვის ჩვენ კონკრეტული, სპეციალური დღის წესრიგი გვაქვს, რომლიც მოიცავს კონკრეტულ ზომებსა და პოლიტიკას, რასაც მოქალაქეებისთვის სარგებლის მოტანა შეუძლია. ის ფაქტი, რომ ჩვენ განსაკუთრებული პარტნიორები ვართ, მთავარი აღარ არის, მთავარი იქნება ის კონკრეტული შედეგები, რომელთა მიღწევა შეგვიძლია ვაჭრობის, ადამიანების მობილობის, განათლების და სხვა სფეროებში. დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება სამიტი, სადაც ფოკუსირებას მოვახდენთ მოქალაქეებისთვის კონკრეტულ შედეგებზე და ეს იქნება სამიტის მთავარი პოლიტიკური გზავნილი", - განაცხადა მოგერინიმ.

 

 



ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ




ამინდი


თბილისი

300


ბათუმი

340


ქუთაისი

330


თელავი

280


გამოკითხვა

მოგწონთ საიტი?

ძალიან კარგია
არ მომწონს
ცუდია
კარგია
  • 1
  • ...
  • 1
  • 2
  • 3
  • ...
  • 255