მთავარი → პოლიტიკა

„ამათ ნუ ჰგონიათ, რომ რადგანაც კონსტიტუციური უმრავლესობა აქვთ, ხალხიც მხარს ამ დონეზე უჭერს“

15:26 | 2016.12.02

A+   A-




„მთავრობის მიერ ქვეყანაში არსებული პრობლემების მოგვარებისთვის მხოლოდ წინადადებები მოვისმინე და არა კონკრეტული მექანიზმები, თუ ამ ინიციატივების განხორციელებას როგორ აპირებენ. მნიშვნელოვანი სწორედ ის არის, როგორ მოხდება ამ გახმოვანებული ინიციატივების რეალიზება. მართალია, კარგია რომ მთავრობას ასეთი ინიციატივების განხორციელება უნდა, მაგრამ, როგორც ვნახეთ, ამან გარკვეული დისონანსი გამოიწვია. იგივე ლართან მიმართებაში , რომლის მოსაგვარებლადაც სასწრაფოდ ქმედითი ნაბიჯები უნდა გადაიდგას“, - აცხადებს კონსტიტუციონალისტი და პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე გაზეთ „რეზონანსთან“ ინტერვიუში.

 

„სხვადასხვა საკითხებია, რასაც დიფერენცირებული მიდგომა სჭირდება. 20-25 თეთრით ბენზინი რომ გაძვირდება, შემდეგ ამას ტრანსპორტის გაძვირება მოჰყვება, რის კონტროლსაც ხელისუფლება ვეღარ შეძლებს. ავტომანქანების აქციზზე საუბარი კიდევ სხვა თემაა. სანამ ეს ყველაფერი გახმაურდებოდა, ხელისუფლებას ყველაფერი უფრო დეტალურად უნდა გაეთვალა, რომ ასეთი განცხადებები გარკვეულ რყევებს იწვევს. საზოგადოებაში და მოსახლეობაში ხვალ რა რეაქცია იქნება - არ ვიცით. ასევე წარმოუდგენელია იმ ადამიანების ვალის დაფარვა და სესხის ლარში გადაყვანა, ვისაც დოლარში აქვს აღებული. მაინც მგონია, რომ ყველა ამ პრობლემის მიმართ ერთი სტანდარტული მიდგომა სწორი არ არის. როდესაც ადამიანმა კრედიტი თავისი სიამოვნებისთვის აიღო, ამაში ხელისუფლება რატომ უნდა ჩაერიოს? ეს საკითხები უფრო დასაზუსტებელია და საზოგადოებამდე ისე უნდა მიიტანონ", - აღნიშნავს ვახტანგ ძაბირაძე.

 

„არ მგონია, რომ უახლოეს პერიოდში საზოგადოების მხრიდან რამე სახის გამოსვლები მოხდეს, თუმცა გაზაფხულზე სიტუაცია მგონი უფრო დაიძაბება. გამოსვლები შესაძლოა დაიწყოს, რადგანაც ძალიან რთული ვითარებაა. ამიტომაც ხელისუფლებას ძალიან მოქნილი და ხისტი პოლიტიკის გაწევა მოუწევს. თუ მთავრობამ თავისი ყველა ნაბიჯი სწორად არ გათვალა და საზოგადოებას კონკრეტულად არ აუხსნა, რას და როგორ აპირებს, მაშინ ხალხი ყველაფერს გააპროტესტებს. რა თქმა უნდა, უკმაყოფილება იქნება და ძალიანაც სწრაფადაც გაიზრდება. ამათ ნუ ჰგონიათ, რომ რადგანაც კონსტიტუციური უმრავლესობა აქვთ, ხალხიც მხარს ამ დონეზე უჭერს. გარდა ეკონომიკურისა, პოლიტიკური ანალიზიც საჭიროა", - დასძენს პოლიტოლოგი.

 

ძაბირაძე გაზაფხულზე ოპოზიციის შესაძლო გააქტიურებასა და პოლიტიკურ ცხოვრებაში ახალი ძვრების დაწყებაზეც აკეთებს კომენტარს. „სამწუხაროდ, დღეს ოპოზიციური სპექტრი დალაგებული არ არის. თუმცა სადღაც თებერვლის თვეში ოპოზიციური სპექტრის მოწესრიგებას ველით. ვნახოთ, რა იქნება. დავით უსუფაშვილისგან რაღაც ახალი ძვრები უნდა წამოვიდეს“.

 



ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ




ამინდი


თბილისი

250


ბათუმი

260


ქუთაისი

310


თელავი

250


გამოკითხვა

მოგწონთ საიტი?

ძალიან კარგია
არ მომწონს
ცუდია
კარგია
  • 1
  • ...
  • 1
  • 2
  • 3
  • ...
  • 255