მთავარი → საზოგადოება

რა ემართება ლარს? - უსაფუძვლო პანიკა თუ ბუნებრივი „რეაქცია მთავრობის უგუნურობაზე“

17:49 | 2016.12.01

A+   A-




ლარის გაუფასურების ახალი რეკორდი - ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5871 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, ეროვნული ვალუტა, ერთ დღეში 5 თეთრით გაუფასურდა.

 

ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაშიც გაუფასურდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი ევროს შეძენა 2.7491 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.6980 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0511 ლარი შეადგინა. კომერციულ ბანკებსა და სავალუტო ჯიხურებში კი, ერთი დოლარის ფასი 2.61-დან 2.65-ის ფარგლებში მერყეობს, ზოგ შემთხვევაში ერთი დოლარი 2,72 ლარიც ღირდა.

 

ამ ფონზე ხელისუფლებაში ოპტიმისტური პროგნოზები კეთდება. „ჩვენ შეგვიძლია ვუთხრათ ჩვენს მოქალაქეებს, რომ ვალუტის კუსთან დაკავშირებული პროცესი დროებითია“, - განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ. „საქართველოს მოსახლეობას კიდევ ერთხელ მივმართავთ, არ აყვნენ პანიკას", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ და აქვე საპარლამენტო უმცირესობასაც მოუწოდა, "ნუ შეუწყობენ ხელს პანიკას". ამასთან, მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რომ ქვეყნის ეკონომიკური პარამეტრები არ არის ლოგიკურ ბმაში ლარის ამგვარ კურსთან.

 

„დღევანდელი დღის ლარის კურსის სწრაფი გაუფასურება პანიკური, სპონტანური რეაქციაა და ძირითადად ემოციური გარემოებებითაა გამოწვეული, - განმარტა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ. მისი თქმით, გაცხადება ეროვნულმა ბანკმაც გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ გაუფასურება შიდა ფუნდამეტური ფაქტორებით არაა გამოწვეული. კოვზანაძე ყველას მოუწოდებს, ეროვნული ბანკის ამ განცხადებას ყურადღება მიაქციონ. „რამდენადაც ვიცი მთავრობა, ეროვნულ ბანკთან ერთად ყველაფერს გააკეთებს, იმისთვის, რომ კურსი, რამდენადაც შესაძლებელია სწრაფად ქვემოთ წამოვიდეს. ეს რამდენიმესაათიანი დროებითი, სპონტანური რეაქციაა და მე მინდა ყველას მოვუწოდო, რომ თავიანთი რეზერვების სწრაფად გადახურდავებას ნუ მოახდენენ. ეროვნული ბანკი და ფინანსთა სამინისტრო ერთობლივად მუშაობენ და რეზულტატებსაც ჩვენ მალე ვნახავთ“, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

 

„რეაქცია, რომელიც ჩვენ დღეს ლარისგან მივიღეთ, მხოლოდ და მხოლოდ რეაქციაა მთავრობის უგუნურ განცხადებაზე, - ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა სერგი კაპანაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. „გუშინ თუ გუშინწინ მთავრობისგან გავიგონეთ სრულიად კატასტროფული, აბსურდული გეგმა იმასთან დაკავშირებით, თუ რა უნდა მოხდეს უახლოესი თვეების განმავლობაში ეკონომიკაში. ის რეაქცია, რომელიც ჩვენ დღეს ლარისგან მივიღეთ, მხოლოდ და მხოლოდ რეაქციაა მთავრობის ამ უგუნურ განცხადებაზე. აქ საუბარი იყო, რომ დღეს პანიკაა შექმნილი და ეს პანიკა გამოიწვიეთ თქვენ, ხელისუფლებამ, როდესაც დააანონსა, რომ გაიზრდება გადასახადები, დააანონსა ის, რომ გაძვირდება ცხოვრება. ბოლო ორი დღის განმავლობაში გააჩინეთ იმის მოლოდინი, რომ ვალუტა კიდევ უფრო გაუფასურდებოდა. დღევანდელ მიზეზებს რომ თავი დავანებოთ, ძალიან მნიშვნელოვანია სწორად გაიგოთ თქვენ და პირველ რიგში მთავრობამ, რა არის მიზეზები ამ გაუფასურების, რომ რაც შეიძლება მალე იყოს დაძლეული. ბოლო წლების განმავლობაში გვესმოდა თქვენგან ყველაფერზე დაბრალება, გარდა რეალური მიზეზებისა. ხან ქადაგიძის ბრალი იყო. წავიდა ქადაგიძე - ლარი ისევ უფასურდება. ხან რეგიონში მიმდინარე პროცესების ბრალი იყო და რეგიონში ხან ზრდა არის, ხან შემცირდება, მაგრამ ჩვენთან მაინც უფასურდება ლარი. ყველაფერს დააბრალეთ, გარდა იმისა, რაც რეალურად არის გასაკეთებელი და რაც რეალური მიზეზია - ეს არის თქვენი მხრიდან სწორი გაგება იმისა, რომ ბიუჯეტი უნდა იყოს შეკვეცილი ბიუროკრატიული ხარჯების, ხელფასებისა და პრემიების ხარჯზე", - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

 

სიტყვით გამოსვლისას კაპანაძემ დღეს, სავარაუდოდ, ვალის გამო მომხდარი მკვლელობაც გაიხსენა და აღნიშნა, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე დარტმა ვალების გაცემას შავ ეკონომიკაში გადაიყვანს. "ახლა დაბრალება კერძო სექტორზე, ბანკებზე, მიკროსაფინანსოებზე კატასტროფულ შედეგებს მოგვიტანს და ყველას შეეხება ეს. მიკროსაფინანსოებს და ასეთ ინსტიტუტებს თუ დაარტყამთ, ვალების გაცემა შავ ეკონომიკაში გადავა. ამას ნუ გამოიწვევთ, რადგან გარდა ფინანსური პრობლემებისა, ეს კრიმინალის ზრდასაც გამოწივევს. თქვენ ახლა შეგიძლიათ ამ კრიტიკის საპასუხოდ, უფრო უარესი გააკეთოთ ან მართლაც დაფიქრდეთ, გონს მოეგოთ და მართლაც შეამციროთ ხარჯები, რომელიც არ გვჭირდება. შეიძლება ეს მტკივნეული იყოს, მათ შორის პოლიტიკური კუთხით, მაგრამ აუცილებელია ქვეყნის ეკონომიკისთვის და ყველაფერი უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ ექსპორტი გაიზარდოს, მეტი ინვესტიცია და მეტი ტურისტი შემოვიდეს. ასე დააბალანსებთ მხოლოდ და მხოლოდ ლარს", - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

 



ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ




ამინდი


თბილისი

00


ბათუმი

00


ქუთაისი

00


თელავი

00


გამოკითხვა

მოგწონთ საიტი?

ძალიან კარგია
არ მომწონს
ცუდია
კარგია
  • 1
  • ...
  • 1
  • 2
  • 3
  • ...
  • 108