მთავარი → პოლიტიკა

ურთიერთობები რუსეთთან, ევროკავშირთან და ტრამპის მომავალ ადმინისტრაციასთან - ინტერვიუ „Reuters“-თან

12:45 | 2016.12.01

A+   A-




საქართველო ელოდება, რომ ურთიერთობა აშშ-სთან ტრამპის პრეზიდენტობისას მტკიცე დარჩება მიუხედავად მისი მოწოდებებისა რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების შესახებ და თბილისი განაგრძობს ზეწოლის განხორციელებას NATO-სთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობისთვის, - ამბობს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილი სააგენტო Reuters-ისთვის მიცემულ ინტევრიუში.

 

საქართველოს პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ტრამპის ხელისუფლებაში მოსვლასთან დაკავშირებით ოპტიმისტურად არის განწყობილი. „ჩვენი ურთიერთობა და კომუნიკაცია პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან, ასევე ჩვენს მეგობრებთან კონგრესში, როგორც დემოკრატიული, ასევე რესპუბლიკური პარტიიდან, შენარჩუნდება, ვინაიდან ჩვენ ვსაუბრობთ ინტერესებზე და მიზნებზე, რომლებსაც ვიზიარებთ ბოლო 25 წლის განმავლობაში", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

 

საქართველოს პრეზიდენტი ასევე, იმედგაცრუებას გამოთქვამს იმის გამო, რომ სავიზო საკითხი ამ დრომდე განიხილება ბრიუსელში იმის მიუხედავად, რომ თბილისმა ყველა აუცილებელი მოთხოვნა შეასრულა. „ევროკავშირი, ისევე როგორც NATO, გამოწვევების გადაფასების კონსერვატიულ ფაზას გადიან. მიგვაჩნია, რომ ეს კონსერვატიული ფაზა უნდა დასრულდეს რაღაც ეტაპზე, უფრო მეტად აქტიური და ინტენსიური დღის წესრიგით", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

 

საუბარი რუსეთთან ურთიერთობებსაც შეეხო. მარველაშვილი აცხადებს, რომ რუსეთი რჩება სერიოზულ საერთაშორიო მოთამაშედ და თბილისი გააგრძელებს მოსკოვთან კონსტრუქციულ დიალოგს, დაძაბულობის მიუხედავად. „ვფიქრობთ, რომ რუსეთი უნდა იყოს ის ფაქტორი, რომელიც მისმა მეზობლებმა, ასევე საერთაშორისო მოთამაშეება უნდა გაითვალისწინონ. ჩვენ ურთიერთობები რუსეთთან ორიენტირებულია რაციონალური დიალოგის პოლიტიკისკენ, მშვიდობის შენარჩუნების პოლიტიკისკენ, არ უნდა დავუშვათ, რომ ომის რომელიმე მხარემ ჩაითრიოს ქართული მხარე რამე სახის პროვოკაციაში", -აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

 

თუმცა, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, რუსეთთან კარგი ურთიერთობები მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ ის საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას პატივს სცემს. „რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია ისტორიულად უსამართლო ნაბიჯია. ამას არასდროს მიიღებს ჩვენი საზოგადოება და საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანლობა", -განაცხადა პრეზიდენტმა.

 

 



ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ




ამინდი


თბილისი

00


ბათუმი

00


ქუთაისი

00


თელავი

00


გამოკითხვა

მოგწონთ საიტი?

ძალიან კარგია
არ მომწონს
ცუდია
კარგია
  • 1
  • ...
  • 1
  • 2
  • 3
  • ...
  • 255