მთავარი → პოლიტიკა

შს მინისტრმა ორი მოადგილის შტატი გააუქმა - რეაქცია მილიონობით პრემიის გასაჯაროებაზე?

11:42 | 2016.12.01

A+   A-




შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის ინიციატივით, საბიუჯეტო თანხების დაზოგვის მიზნით, შს მინისტრის 2 მოადგილის საშტატო ერთეული გაუქმდა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შსს-ს პრესსამსახურიდან აცნობეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულებაში აღნიშნულ ცვლილებას მხარი მთავრობამ, მინისტრთა კაბინეტის ბოლო სხდომაზე დაუჭირა და ის ძალაში დღეიდან შევიდა.

 

ცვლილება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის დადგენილების მე-6 მუხლში შევიდა, რომლითაც შს მინისტრს პირველ მოადგილესთან ერთად, ხუთის ნაცვლად, სამი მოადგილე ეყოლება.
ასევე დებულებიდან ამოღებულია 21 მუხლი, რომლითაც მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე იმავდროულად შსს-ს საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსი უნდა ყოფილიყო. აღნიშნული ცვლილებიდან გამომდინარე, სასაზღვრო პოლიციის უფროსი შს მინისტრის მოადგილე აღარ იქნება.

 

საინტერესოა, რომ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა" (IDFI) 2013 წელს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამდებობის პირებზე გაცემული პრემიების შესახენ ინფორმაცია ორი დღის წინ გაავრცელა.

 

2013 წელს (იანვარი-ოქტომბერი) შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამდებობის პირებზე პრემიის სახით სულ გაცემულია 6 969 892 ლარი, საიდანაც ყველაზე დიდი თანხა 880 736 გაიცა იმავე წლის ოქტომბერში გაიცა. დეტალურად შს სამინისტროში გაცემული პრემიების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ ამ ბმულზე იხილოთ.

 

იმ პერიოდში შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იყო.

 



ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ




ამინდი


თბილისი

250


ბათუმი

260


ქუთაისი

310


თელავი

250


გამოკითხვა

მოგწონთ საიტი?

ძალიან კარგია
არ მომწონს
ცუდია
კარგია
  • 1
  • ...
  • 1
  • 2
  • 3
  • ...
  • 255