მთავარი → პოლიტიკა

ოკუპირებულ აფხაზეთში ოპოზიცია დე ფაქტო პრეზიდენტის გადადგომას ითხოვს

11:15 | 2016.12.01

A+   A-




ოკუპირებულ აფხაზეთში დე ფაქტო პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას გადადგომას ითხოვენ ოპოზოციური ძალები. წინააღმდეგ შემთხვევაში, პარტია „ამცახარას“ წევრები სოხუმში სახალხო კრების გამართვით იმუქრებიან. აღნიშნული გადაწყვეტილება ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის „ამცახარას“ მეშვიდე ყრილობაზე მიიღეს. ყრილილობის მონაწილეებმა დე ფაქტო პარლამენტისგან ვადამდელი ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნა მოითხოვეს.

 

„ხაჯიმბას რეჟიმის დროს სოციალურ-ეკონომიკური და საზოგადოებრივ-პოლიტიკური ვითარება გაუარესდა. იმის მაგივრად რომ ხელისუფლებამ სიტუაცია გამოასწოროს, უმოქმედობით ვითარებას კიდევ უფრო ამძიმებს და ამ განუკითხაობას სათავეში ხაჯიმბა უდგას“, - განაცხადა „ამცახარას“ ლიდერმა ალხას კვიცინიამ.

 

პარტია "ამცახარას" მეშვიდე ყრილობა 30 ნოემბერს გაიმართა და მასში „აფხაზეთის ოპოზიციური ძალების ბლოკში“ შემავალი პარტიების ლიდერებმაც მიიღეს მონაწილეობა. ყრილობას 700-მდე დელეგატი ესწრებოდა.

 



ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ




ამინდი


თბილისი

250


ბათუმი

260


ქუთაისი

310


თელავი

250


გამოკითხვა

მოგწონთ საიტი?

ძალიან კარგია
არ მომწონს
ცუდია
კარგია
  • 1
  • ...
  • 1
  • 2
  • 3
  • ...
  • 255