მთავარი → პოლიტიკა

„მიშას გუნდი“ იმარჯვებს? - ორი დაპირისპირებული მხარე „ნაციონალურ მოძრაობაში“

08:30 | 2016.12.01

A+   A-




„ნაციონალურ მოძრაობაში“ ორი ფრთა - მიხეილ სააკაშვილის ერთგული მიმდევრები და ექსპრეზიდენტის ე.წ. მოწინააღმდეგეები შიდაპარტიულ ბრძოლას აგრძელბენ. რამდენიმესაათიანი პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა განსხვავებული პოზიციები დააფიქსირეს.  


„ნაციონალურ მოძრაობას“ სჭირდება თავმჯდომარე და დავით ბაქრაძე საუკეთესო კანდიდატურაა“, - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ პარტიის წევრმა გიგა ბოკერიამ. მისი თქმით, პარტიის თავმჯდომარის არჩევის საკითხი ყრილობაზე დადგება. „პოლიტსაბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ყრილობა ჩატარდეს იანვრის ბოლოს. მე ამას არ ვეთანხმებოდი, მაგრამ პოლიტსაბჭომ ასე გადაწყვიტა. ვფიქრობ, თავმჯდომარედ ბაქრაძის არჩევა პარტიას წაადგება. მიხეილ სააკაშვილი არ არის თავმჯდომარე, რადგან შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე დღეს დევნილია. პარტიის თავმჯდომარის არჩევის საკითხი ცალკეა, შემდეგ პოლიტსაბჭოზე გადაწყდება და ყრილობაზეც დადგება ალტერნატივები. დღეს უბრალოდ გადაწყდა, როდის და რა ფორმით ჩატარდება ყრილობა. ამ პარტიას სჭირდება თავმჯდომარე და დავით ბაქრაძე საუკეთესო კანდიდატურაა. ყრილობამდეც იქნება ამ საკითხზე მსჯელობა", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

 

უგზარ წიკლაური კი, ამბობს, რომ პარტიის თავმჯდომარის არჩევა არ მოხდება. მისივე თქმით, ეს არის სიგნალი ბიძინა ივანიშვილის მიმართ, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის" მიხეილ სააკაშვილი უპირობო ლიდერია. წიკლაურის განცხადებით, პარტია ინარჩუნებს მთავარ ღირებულებას, რომელიც ერთიანობასა და დემოკრატიულ ფასეულობებში გამოიხატება. „პარტიის თავმჯდომარის არჩევა არ მოხდება, შესაბამისად, ეს არის მკაფიო სიგნალი ბიძინა ივანიშვილისთვის, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის" მიხეილ სააკაშვილი არის უპირობო ლიდერი. პოლიტსაბჭოს სხდომაში მონაწილეობდა 50 ადამიანი, ერთმა თავი შეიკავა. 25/24-ის წინააღმდეგ კი იყო საბოლოო შედეგი. ამ შედეგით გაიმარჯვა ალტერნატიულმა ვარიანტმა. ყრილობა იქნება მრავალრიცხოვანი, იმ წესებით, რომელზეც ადრეც ვსაუბრობდით. პარტია არის ერთიანი და სწორედ ეს არის ჩვენი მთავარი ღირებულება", - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს სხდომა დახურულ კარს მიღმა 3 საათზე მეტხანს მიმდინარეობდა, სადაც ერთ-ერთ განსახილველ საკითხად დაგეგმილი ყრილობის დელეგატების რაოდენობა იყო. პარტიის ყრილობა 20 იანვარს ჩატარდება.

 

პარტიის ერთ-ერთი წევრი ჩიორა თაქთაქიშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს, რომ 25/24-ის წინააღმდეგ მოქმედი პარტიის თავმჯდომარის, მიხეილ სააკაშვილის მომხრეთა მოთხოვნამ გაიმარჯვა და პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, პარტია მრავალრიცხოვან ყრილობას ჩაატარებს. „25/24, ერთმა თავი შეიკავა, გაიმარჯვა მიშას გუნდმა“, - წერს თაქთაქიშვილი, რომელიც ასევე „მიშას გუნდში“ მოიაზრება.

 

ორად გაყოფილ „ნაციონალურ მოძრაობაში“, ერთი ნაწილი მომხრე იყო ყრილობის ჩატარების 2158 დელეგატის მონაწილეობით და ახალი თავმჯდომარის არჩევის, ხოლო მეორე ნაწილი, მხარს უჭერს უფრო მასშტაბურ ყრილობას 7 000 დელეგატის მონაწილეობით. ასევე, ისინი მიიჩნევენ, რომ პარტიის თავმჯდომარედ სიმბოლურად მიხეილ სააკაშვილი უნდა დარჩეს.

 

 



ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ




ამინდი


თბილისი

00


ბათუმი

00


ქუთაისი

00


თელავი

00


გამოკითხვა

მოგწონთ საიტი?

ძალიან კარგია
არ მომწონს
ცუდია
კარგია
  • 1
  • ...
  • 1
  • 2
  • 3
  • ...
  • 255