მთავარი → საზოგადოება

ონლაინ სესხების კომპანიები მიკროსაფინანსო ორგანიზაციებად გადაკეთდებიან?

15:56 | 2016.11.30

A+   A-




საქართველოს ონლაინ არასაბანკო საკრედიტო ასოციაციის განცხადება ასოციაცია ეხმაურება საქართველოს მთავრობის და პრემიერ-მინისტრის 29 ნოემბრის ინიციატივას ონლაინ სესხების ბაზრის დარეგულირების შესახებ და ამასთან დაკავშირებით ონლაინ სესხების გამცემი მსხვილი კომპანიების სახელით აცხადებს, რომ:

 

1. ჩვენთვის მისაღებია საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება დარგის დარეგულირების შესახებ;

2. მთავრობას მივმართავთ თხოვნით - საქართველოს ეროვნულ ბანკთან გაგვიწიოს შუამდგომლობა ონლაინ სესხების გამცემი კომპანიებისთვის მიკროსაფინანსო
ორგანიზაციების სტატუსის მინიჭების პროცესის დროში დაჩქარების მიზნით;

3. ბაზრის ჯანსაღი მოთამაშეების ინტერესებში შედის, რომ ისინი ბაზარზე წარმოდგენილნი იყვნენ ეროვნული ბანკის რეგულაციის ქვეშ და მომხმარებელს საფინანსო პროდუქტებს აწვდიდნენ შესაბამისი სტანდარტით;

4. მიგვაჩნია, რომ მთვარობის ინიციატივა ონლაინ სესხების ბაზრის შემდგომი განვითარების და სტრუქტურული ინვესტიციების განხორციელების აუცილებელ პირობას წარმოადგენს;

5. ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ ონლაინ სესხების ბაზრის დარეგულირება არამარტო მომხმარებლის ინტერესებში შედის, არამედ თავად ამ ბიზნესის წარმომადგენლების - ეს
ხელს შეუწყობს მათი რეპუტაციის და ნდობის ხარისხის გაზრდას.

 

განცხადებას ხელს აწერენ ასოციაციის წევრები: 1. vivus.ge; 2. netcredit.ge; 3. ccloan.ge; 4. crediton.ge; 5. moneyman.ge; 6. emmascredit.ge; 7. masesxe.ge; 8. minicredit.ge; 9. mozo.ge; 10. mon.ge.

 

„კომერასანტი“



ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ




ამინდი


თბილისი

300


ბათუმი

340


ქუთაისი

340


თელავი

280


გამოკითხვა

მოგწონთ საიტი?

ძალიან კარგია
არ მომწონს
ცუდია
კარგია
  • 1
  • ...
  • 1
  • 2
  • 3
  • ...
  • 108