მთავარი → საზოგადოება

საწვავი 2 ლარი ეღირება, მანქანები მკვეთრად გაძვირდება

14:36 | 2016.11.30

A+   A-




1 ლიტრი საწვავის ფასი იანვრიდან 2 ლარს მიუახლოვდება, - ამის შესახებ ,,ბიზნეს რეზონანსი" წერს. ამ ეტაპზე ცნობილია, რომ თამბაქო მინიმუმ 60 თეთრით გაძვირდება, ბენზინი და დიზელის საცალო ღირებულება დაახლოებით 20-25 თეთრით გაიზრდება. გაძვირდება ავტოგაზის ფასი და შეიძლება კომუნალური ტარიფის მატების საკითხიც დადგეს დღის წესრიგში. ამ ეტაპზე 1 ტონა ბენზინზე გადასახადი 250 ლარია, დიზელზე - 150 ლარი. ახალი წლიდან კი აქციზი, შესაბამისად 500 და 400 ლარს მიაღწევს. აქედან გამომდინარე, ორივე ტიპის საწვავზე ფასი სავარაუდოდ, 20-25 თეთრით გაიზრდება. ესეც იმ შემთხვევაში, თუ საერთაშორისო ბაზარზე ამჟამინდელი დაბალი ფასი შენარჩუნდება. დღევანდელი ვითარებით თუ ვიმსჯელებთ, აქციზის გადასახადი საწვავის თვითღირებულებაში 15%-ს შეადგენს და 1 ლიტრი ბენზინის საწვავის თვითღირებულება დაახლოებით 1,32 ლარია. სარეალიზაციო ფასი კი ბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებში "რეგულარის" ტიპის საწვავზე 1,60-1,70 ლარის ფარგლებში მერყეობს. აქციზის მატების შემდეგ, 1 ლიტრი ბენზინი 2-ლარიან ნიშნულს მიაღწევს.

 

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელი ვანო მთვრალაშვილი ამბობს, რომ მთავრობა უკიდურესი საჭიროების გამო იღებს გადაწყვეტილებას, რაც არაპოპულარული ნაბიჯია და უარყოფით გავლენას საბოლოოდ მომხმარებლის ფინანსურ კეთილდღეობაზე მოახდენს. „ბოლო პერიოდში ნავთობპროდუქტების იმპორტი ძალიან არის გაზრდილი და ეს ოფიციალური სტატისტიკითაც დასტურდება. აქციზის მატება გამოიწვევს გადასახადის ზრდას ბიუჯეტში, რამდენადაც ნავთობპროდუქტების იმპორტიორი კომპანიები ერთ-ერთი მსხვილი გადამხდელები არიან. ამდენად, გადასახადი საქართველოს ბიუჯეტში გაცილებით მეტი შევა. მეტ პოზიტივს მიიღებს სახელმწიფო, ბიუჯეტი, მაგრამ მომხმარებელი დაზარალდება, რადგან პროდუქტის ფასი გაიზრდება. ეს პროცესი გარდაუვალია. ბიუჯეტის ფორმირებაში აქციზის გადასახადი მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ვფიქრობ, ფასი 20-25 თეთრით მოიმატებს, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანი ცვლილებაა. მესმის, რომ სახელმწიფოს ეს სჭირდება და იმიტომ იღებს ამგვარ გადაწყვეტილებას. დრო გვაჩვენებს, რამდენად სწორად მოიქცა იგი“, - აცხადებს მთვრალაშვილი. მისივე თქმით, აქციზის გადასახადის ზრდა იმპორტირებულ მანქანებზე საავტომობილო სერვისის აბსოლუტურად ყველა მიმართულებას გააძვირებს - სატრანსპორტო საშუალებების შეძენიდან დაწყებული, მგზავრობის საფასურით დამთავრებული.

 

 



ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ




ამინდი


თბილისი

00


ბათუმი

00


ქუთაისი

00


თელავი

00


გამოკითხვა

მოგწონთ საიტი?

ძალიან კარგია
არ მომწონს
ცუდია
კარგია
  • 1
  • ...
  • 1
  • 2
  • 3
  • ...
  • 108