მთავარი → პოლიტიკა

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ უმუშევრობა 15%-მდე გაზარდა“

14:40 | 2016.11.30

A+   A-




შევარდნაძის ხელისუფლება როდესაც გადაიბარა „ნაციონალურმა მოძრაობამ", უმუშევრობა 12,3% იყო და მათ გაზარდეს 15%-მდე, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა ნაცვლიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

 

„ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას გააჩნია წარსული და სწორედ ეს წარსული აძლევს მას მორალურ უფლებას, ისაუბროს რიგ საკითხებზე. ამ შემთხვევაში მე „ნაციონალურ მოძრაობას" გამოვეხმაურები და როგორც ეკონომიკის პოლიტიკაზე, ისე, შესაბამისად, ადამიანის უფლებებზე, იგივე მედიის თავისუფლებაზე, შეკრების თავისუფლებაზე და ა.შ., რაც ადამიანის უფლებების ფუნდამენტს წარმოადგენს, მე მგონი, მათ ამ ტონში და ზოგადად საუბრის მორალური უფლება არ აქვთ", - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

 

დეპუტატის თქმით, სწორედ „ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროს იხურებოდა ტელევიზიები, პატიმრდებოდნენ გადამცემი „თეფშები", უგულებელყოფილი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება.

 

ბექა ნაცვლიშვილის თქმით, ასევე კარგად გვახსოვს „ნაციონალური მოძრაობის" ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი.

 

„შევარდნაძის ხელისუფლება როდესაც გადაიბარა „ნაციონალურმა მოძრაობამ", უმუშევრობა იყო 12,3% და 2012 წელს, როდესაც ჩვენ გადავიბარეთ ხელისუფლება, უმუშევრობა მათ უკვე გაზარდეს 15%-მდე. დერეგულაციამ, მსხვილმა პრივატიზაციამ, გადასახადების მინიმუმამდე დაყვანამ შედეგი ვერ მოიტანა. თუ ჩვენ ვაშენებთ ევროპულ საზოგადოებას და სოლიდარულ პრინციპზე დაფუძნებულ საზოგადოებას, არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ფინანსური კრიზისის დროს სხვა საზოგადოების წევრები ეხმარებიან ბიუჯეტის თვალსაზრისით ფინანსურად მძიმე მდგომარეობაში მყოფ ადამიანებს. რაც შეეხება აქციზის გადასახადებს, აქ არაჩვეულებრივად არის ნაპოვნი ბალანსი ჯანმრთელობას, ეკონომიკურ გარემოებასა და საბიუჯეტო სახსრების მობილიზებას შორის. თუ გადახედავთ ნებისმიერ ევროპულ ქვეყანას, მათ რეგულაციებს და მთლიან ეროვნულ შიდა პროდუქტში ბიუჯეტის წილს, თქვენ დარწმუნდებით, რომ ეს მიმართება საბიუჯეტო სახსრების მიმართ, ეკონომიკის მიმართ ბევრად უფრო ახლოა ევროპულ პოლიტიკასთან, ვიდრე ის ნეოლიბერალური მიდგომები, რაც თქვენ გაგაჩნდათ. აქედან გამომდინარე, ჩვენ ამ რეფორმებს, რასაც ვატარებთ, არ უნდა შევუშინდეთ", - განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.

 



ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ




ამინდი


თბილისი

250


ბათუმი

260


ქუთაისი

310


თელავი

250


გამოკითხვა

მოგწონთ საიტი?

ძალიან კარგია
არ მომწონს
ცუდია
კარგია
  • 1
  • ...
  • 1
  • 2
  • 3
  • ...
  • 255