მთავარი → პოლიტიკა

გუბაზ სანიკიძე ნინო ბურჯანაძის პარტიაში გაწევრიანდა

13:34 | 2016.11.30

A+   A-




გუბაზ სანიკიძე „დემოკრატიული მოძრაობის“ წევრი ხდება. „ეროვნული ფორუმის“ ყოფილი წევრი მედიას თავად პარტიის ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ წარუდგინა. ბურჯანაძის თქმით, სანიკიძის პარტიაში გაწევრიანებას პოლიტსაბჭოს ყველა წევრმა დაუჭირა მხარი.

 

როგორც გუბაზ სანიკიძემ განაცხადა, მისი პრიორიტეტი საგარეო ურთიერთობების ყველა მიმართულებით განვითარება იქნება. გუბაზ სანიკიძემ ასევე აღნიშნა, რომ ნინო ბურჯანაძეს კარგი ურთიერთობები აქვს რუსეთთან, რაც შესაძლებლობას იძლევა, მოხდეს დიალოგის გამართვა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხზე.

 

გუბაზ სანიკიძემ „ეროვნუ პარტია“ ნოემბრის დასაწყისში დატოვა და მაშინვე განმარტა, რომ პარტიის დატოვების მიუხედავად პოლიტიკაში რჩებოდა. „ვთვლი, რომ ქვეყანას აქვს სერიოზული გამოწვევები, ვფიქრობ, რომ პარლამენტის მიღმა დარჩენილ ოპოზიცურ სპექტრს აქვს სერიოზული გამოწვევები. მე პირადად მიმაჩნია, რომ ამ საქმიანობაში აქტიური მონაწილეობა მივიღო. გარკვეული დრო სჭირდება გადაფასებას შეფასებას საკითხების გადახალისებას. მე პირადად ხელს შევუწყობ დიდი ოპოზიციური გაერთიანებების, დიდი ოპოზიციური მოძრაობის ჩამოყალიბებას", - ამბობდა მაშინ გუბაზ სანიკიძე და ნინო ბურჯანაძესთან თანამშრომლობასაც არ გამორიცხავდა.



ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ




ამინდი


თბილისი

00


ბათუმი

00


ქუთაისი

00


თელავი

00


გამოკითხვა

მოგწონთ საიტი?

ძალიან კარგია
არ მომწონს
ცუდია
კარგია
  • 1
  • ...
  • 1
  • 2
  • 3
  • ...
  • 255