მთავარი → სამართალი

ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი ფულის მითვისების ბრალდებით დააკავეს

13:47 | 2016.11.29

A+   A-




ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი სამართალდამცველებმა თანხის მითვისება-გაფლანგვის ბრალდებით დღეს დააკავეს. როგორც ინფენქციურ საავადმყოფოში აცხადებენ, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური სამედიცინო დაწესებულებაში რამდენიმე თვის წინ შევიდა.

 

მანამდე დარღვევები ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში სამედიცინო რეგულირების სახელმწიფო სააგენტომ დააფიქსირა. დასკვნა გასული წლის 30 ნოემბერს გამოქვეყნდა. დარღვევების გამო, საავადმყოფო 206 231 ლარით დაჯარიმდა. ვიდრე კლინიკაში საგამოძიებო სამსახური შევიდოდა, სამედიცინო რეგულირების სააგენტოს დასკვნის გამო, ჯემალ დუმბაძის საქმიანობას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისიტროს აუდიტის სამსახურიც სწავლობდა.

 

დაკავებულს ბრალს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლით წარუდგენენ, რაც ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.

 

„პირველი“



ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ




ამინდი


თბილისი

250


ბათუმი

260


ქუთაისი

310


თელავი

250


გამოკითხვა

მოგწონთ საიტი?

ძალიან კარგია
არ მომწონს
ცუდია
კარგია
  • 1
  • ...
  • 1
  • 2
  • 3
  • ...
  • 67