მთავარი → მსოფლიო

პუტინი - „რუსეთის საზღვრები არსად მთავრდება“

19:05 | 2016.11.24

A+   A-




„რუსეთის საზღვრები არსად მთავრდება“, - თქვა დღეს ვლადიმერ პუტინმა, რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოების დაჯილდოების ცერემონიაზე.

 

ამ თემაზე საუბარი, რუსეთის პრეზიდენტმა 9 წლის მიროსლავ ოსკირკოსთან დაიწყო (ეს ბავშვი ინტერნეტსივრცეში ცნობილი გახდა იმით, რომ ყველა ქვეყნის დედაქალაქი იცის).

 

„სად მთავრდება რუსეთის საზღვარი?“, - ჰკითხა პუტინმა ბავშვშს, რომელმაც დაუფიქრებლად უპასუხა - „რუსეთის საზღვარი მთავრდება ბერინგის სრუტის შემდეგ, სადაც ამერიკის შეერთებული შტატებია“.

 

პასუხად პუტინმა ღიმილით უპასუხა - „რუსეთის საზღვრები არსად მთავრდება“. დარბაზის რეაქციის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტმა დაამატა - „მაგრამ ეს ხუმრობაა“.

 

 



ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ




ამინდი


თბილისი

250


ბათუმი

260


ქუთაისი

310


თელავი

250


გამოკითხვა

მოგწონთ საიტი?

ძალიან კარგია
არ მომწონს
ცუდია
კარგია
  • 1
  • ...
  • 1
  • 2
  • 3
  • ...
  • 90