მთავარი → მსოფლიო

ევროკავშირში თურქეთის გაწევრიანების პროცესი „გაიყინა“ - რეზოლუცია ევროპარლამენტში

17:56 | 2016.11.24

A+   A-




ევროპარლამენტმა დაამტკიცა რეზოლუცია, რომლის თანახმადაც, მოლაპარაკება თურქეთის ევროკავშირში შესაძლო გაწევრიანების შესახებ უნდა შეჩერდეს. თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დროებით „გაყინვას" ევროპარლამენტის 479-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი კი 37 დეპუტატი იყო. ინფორმაციას „ბი ბი სი“ ავრცელებს.

 

ამასთან, რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირი აპირებს სამომავლოდ, თურქეთთან ურთიერთობების განვითარებას. ურთიერთობა ევროკავშირსა და თურქეთს შორის მიმდინარე წლის ივლისში არშემდგარი გადატრიალების შემდეგ დაიძაბა, რის შემდეგაც თურქეთის ხელისუფლებამ ათასობით ადამიანი დააკავა, უამრავი კი სამსახურიდან გაათავისუფლა.

 

გასულ კვირას, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინიმ სერიოზული შეშფოთება გამოთქვა თურქეთში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე. ამასთან, ევროკავშირს აღელვებს დისკუსია იმის თაობაზე, რომ შესაძლოა, თურქეთში სიკვდილით დასჯა დაბრუნდეს. გერმანიის ხელისუფლებამ თურქეთი გააფრთხილა - თუკი ქვეყანა გადაწყვეტს სიკვდილით დასჯა კვლავ შემოიღოს, მოლაპარაკებები ანკარასა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის შეჩერდება. ევროკავშირი და გაერო თურქეთს ჟურნალისტების დევნის გამოც აკრიტიკებს. თურქული მხარე კი აცხადებს, რომ ისინი ევროკავშირის შეხედულებას აღნიშნულ საკითხებზე არ გაითვალისწინებენ.

 

ამასთან, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაეპ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთისთვის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების შეჩერებას არანაირი მნიშვნელობა აქვს. „თურქეთი უნდა დაწყნარდეს, არ შეიძლება იმის თქმა - „ევროკავშირი ნებისმიერ ფასად". ასეთია ჩემი მოსაზრება",- აღნიშნა ერდოღანმა.

 

„პირველი არხი“



ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ




ამინდი


თბილისი

250


ბათუმი

260


ქუთაისი

310


თელავი

250


გამოკითხვა

მოგწონთ საიტი?

ძალიან კარგია
არ მომწონს
ცუდია
კარგია
  • 1
  • ...
  • 1
  • 2
  • 3
  • ...
  • 90