მთავარი → სპორტი

თბილისის „დინამოს“ ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს

16:26 | 2016.10.25

A+   A-




საფეხბურთო კლუბ თბილისის „დინამოს“ უკრიანელი სპეციალისტი, მოსკოვის „სპარტაკის“ ყოფილი მწვრთნელი ვიაჩესლავ გროზნი გაწვრთნის. ახალი მწვრთნელი ჟურნალისტებს თბილისის "დინამოს" მფლობელის რომან ფიფიას მრჩეველმა ლევან სალუქვაძემ წარუდგინა.

 

„ჩვენი გუნდის მთავარი მწვრთნელი იქნება ვიაჩესლავ გროზნი. თავიდანვე მინდა გითხრათ, რომ რამდენიმე კანდიდატურა იყო - იყო ჰოლანდიური, ბელგიური, გერმანული და ავსტრიული ვარიანტები, ვისაც კვალიფიკაცია არ დაეწუნებათ, მაგრამ ჩვენი ამოცანა იყო, ისეთი მწვრთნელის მოყვანა, რომელიც იმ კრიტერიუმებს აკმაყოფილებდა, რაც გვსურდა.

 

მათი ბიოგრაფიის დროს აქცენტს ვაქცევდით იმას, რომ იმ თამაშის მიმდევრები ყოფილიყვნენ, რომელიც ქართული ფეხბურთს სჩვევია - ტენქიკური და შემტევი ფეხბურთი. გვსურს ეს ტრადიცია გაგრძელდეს. არჩევანი გროზნიზე სწორედ ამიტომ გაკეთდა.

 

კონტრაქტი 3-წლიანია, 1+2 სისტემით. ვისურვებდით, ჩვენი ურთიერთობა იყოს ხანგრძლივი. კონტრაქტის გაფორმება იანვრიდან გვსურდა, მაგრამ რომან ფიფიამ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება, რომ ჯერ მომხდარიყო მისი გუნდთან შეგუება, შემდეგ გაფორმებულიყო კონტრაქტი, ამიტომ 1+2-ს კონტრაქტს ეს რამდენიმე თვეც ემატება“, - განაცხადა სალუქვაძემ.

 

თბილისის "დინამომ" უკრაინელ სპეციალისტს კონტრაქტი 1+2 სისტემით გაუფორმა.

 



ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ




ამინდი


თბილისი

250


ბათუმი

260


ქუთაისი

310


თელავი

250


გამოკითხვა

მოგწონთ საიტი?

ძალიან კარგია
არ მომწონს
ცუდია
კარგია
  • 1
  • ...
  • 1
  • 2
  • 3
  • ...
  • 12