მთავარი → სპორტი

მეორე მედალი რიოდან - ვარლამ ლიპარტელიანი ვერცხლის მედალოსანია

08:30 | 2016.08.11

A+   A-




რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ოლიმპიადაზე ქართველი ძიუდოისტი ვარლამ ლიპარტელიანი ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.
90 კგ-მდე წონითი კატეგორიის ფინალურ შეხვედრაში ლიპარტელიანი იაპონელ მაშუ ბეიკერთან ერთი იუკოთი დამარცხდა.

 

ლიპარტელიანი იმედოვნებს, რომ ქართველი ძიუდოისტები - ბექა ღვინიაშვილი და ადამ ოქრუაშვილი დღეს და ხვალ წარმატებას მიაღწევენ.
"ვერ მოვახერხე ის, რაზეც ამდენი ხანი ვოცნებობდი და რაც ჩემი დიდი სურვილი იყო. ძალიან მინდოდა გავმხდარიყავი ოლიმპიური ჩემპიონი, მაგრამ ამჯერად არ გამომივიდა. იმედი მაქვს, ბიჭები წარმატებას მიაღწევენ. გული დამწყდა ავთოს (ჭრიკიშვილი) დამარცხებაზე. მინდოდა შემემსუბუქებინა ის ტკივილი, რაც გუშინ იყო, მაგრამ ვერ მოვახერხე", - განაცხადა ლიპარტელიანმა.

 

ამ დროისთვის საქართველოს ნაკრებს რიოს ოლიმპიადაზე ერთი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედალი აქვს მოპოვებული. მანამდე კი ბრინჯაოს მედლის მფლობელი ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილი გახდა.

 



ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ




ამინდი


თბილისი

150


ბათუმი

160


ქუთაისი

150


თელავი

150


გამოკითხვა

მოგწონთ საიტი?

ძალიან კარგია
არ მომწონს
ცუდია
კარგია
  • 1
  • ...
  • 1
  • 2
  • 3
  • ...
  • 12